როგორ ავირჩიოთ ხელოვნური ინტელექტის კურსი: ონლაინ თუ ცოცხალი, რა უნდა ისწავლოთ პირველ რიგში, რა უნდა შეამოწმოთ ყიდვამდე და რა ჯდება AI კურსი ქართულად.
ხელოვნური ინტელექტის კურსი დღეს ბევრია, ქართულადაც. ზოგი ტექნიკურია და პროგრამისტებისთვისაა, ზოგი ინსტრუმენტების მიმოხილვაა, ზოგი კი პრაქტიკულ გამოყენებას ასწავლის. ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ აირჩიოთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ.
•სამსახურისთვის და ყოველდღიური საქმისთვის: ტექსტები, ანგარიშები, დაგეგმვა, კვლევა. საჭიროა პრაქტიკული კურსი AI ასისტენტებზე.
•კრეატივისთვის და მარკეტინგისთვის: ფოტო, ვიდეო, ხმა. საჭიროა კურსი გენერაციულ ინსტრუმენტებზე.
•პროგრამირებისთვის და მანქანური სწავლებისთვის: ეს სულ სხვა, ტექნიკური მიმართულებაა.
უმეტესობას პირველი ორი სჭირდება, და მათთვის პროგრამირების ცოდნა საჭირო არ არის.
ჩაწერილი ვიდეო კურსი იაფია და შენი ტემპით გადიხარ: როცა გცალია, რამდენჯერაც გინდა. ის მათთვისაა, ვინც თვითონ ახერხებს რეგულარულ სწავლას.
ცოცხალი კურსი ლექტორთან უფრო ძვირია, მაგრამ აქვს განრიგი, ჯგუფი, კითხვების დასმის შესაძლებლობა და დავალებებზე უკუკავშირი. ის მათთვისაა, ვისაც სტრუქტურა და მოტივაცია სჭირდება.
•კურსის პროგრამა: კონკრეტული თემები თუ ზოგადი სიტყვები.
•ლექტორი: იყენებს თუ არა თვითონ ამ ინსტრუმენტებს ყოველდღიურად.
•შეფასებები ყოფილი სტუდენტებისგან.
•რამდენად ახალია მასალა: AI სწრაფად იცვლება, და ერთი წლის წინანდელი კურსი შეიძლება მოძველებული იყოს.
•თანხის დაბრუნების პირობები.
ჩვენთან ორი ფორმატია, ორივე ქართულად:
•AI: ჩატიდან ასისტენტამდე: ონლაინ ვიდეო კურსი შენი ტემპით, 99 ლარი, სამუდამო წვდომა, ტესტები და სერთიფიკატი. ჩვეულებრივი ჩატიდან პერსონალურ ასისტენტამდე და ავტომატიზაციამდე.
•AI საფუძვლები და ვიდეო გენერაცია: ცოცხალი ონლაინ კურსი ლექტორთან, 9 შეხვედრა, ჯგუფში 15 ადამიანამდე. AI-ის საფუძვლები, ფოტოსა და ვიდეოს გენერაცია, ხმა და მონტაჟი.
არ იცი, რომელი აირჩიო? ნახე ყველა კურსი ან ხშირად დასმული კითხვები.