ისწავლე AI-ის გამოყენება ისე, რომ ყოველდღიურ საქმეში რეალურად დაგეხმაროს. დაიწყებ ჩვეულებრივი ჩატით და მიხვალ პერსონალურ ასისტენტამდე, რომელიც დავალებებს შენს ნაცვლად ასრულებს. კურსი მუდმივად ახლდება: ახალი ინსტრუმენტების გამოსვლისას ემატება ახალი გაკვეთილები, რომლებსაც უფასოდ მიიღებ.
ფასი: 99 ლარი. 21 გაკვეთილი, ჯამში 5 სთ 8 წთ.
ყველასთვის, ვისაც უნდა AI ყოველდღიურ საქმეში რეალურად გამოიყენოს: თანამშრომლებისთვის, მეწარმეებისთვის, ფრილანსერებისთვის, სტუდენტებისთვის. იწყება ნულიდან და მიდის პერსონალურ ასისტენტამდე და ავტომატიზაციამდე, ამიტომ გამოადგება მასაც, ვინც ChatGPT-ს უკვე იყენებს, მაგრამ მხოლოდ მარტივ კითხვებზე.
არა. საკმარისია კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა. პროგრამირება არსად გვჭირდება: საიტსაც კი კოდის წერის გარეშე ავაწყობთ.
ხუთი მოდულია: საფუძვლები (როგორ მუშაობს AI და რომელი მოდელი რისთვის გამოდგება), პრომპტინგი, პერსონალიზაცია და კონტექსტი (პერსონალური ასისტენტი, .md ფაილები და სქილები), ინსტრუმენტები და ინტეგრაციები (MCP, Connectors, API) და პრაქტიკა: ღრმა კვლევა, დოკუმენტების დამუშავება, NotebookLM, საიტის აწყობა კოდის გარეშე, AI აგენტები და ავტომატიზაცია.
კურსი მთლიანად ქართულადაა. ინგლისურის ცოდნა საჭირო არ არის: AI-სთან ქართულად წერ, ხოლო იქ, სადაც ინსტრუმენტის მენიუ ინგლისურია, ეკრანზე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩანს, სად რა უნდა დააჭირო.
ვიდეოები სულ დაახლოებით 5 საათია, 21 გაკვეთილი. გაკვეთილები მოკლეა, 7-დან 32 წუთამდე, ამიტომ შესვენებაზეც მოასწრებ. ტემპს თავად ირჩევ, ვადა არ გეწურება.
გადახდისთანავე და სამუდამოდ. ახლა წინასწარი გაყიდვა მიმდინარეობს, ამიტომ გაკვეთილები მზადებისთანავე ემატება და მათ პირველი ნახავ. რაც დაემატება, შენთან რჩება და ნებისმიერი თანმიმდევრობით შეგიძლია გაიარო.
უფასო ვიდეოები ცალკეულ ხრიკებს აჩვენებს, ხშირად ინგლისურად და ერთმანეთთან დაუკავშირებლად. აქ ერთი თანმიმდევრული გზაა ქართულად: პირველი პრომპტიდან საკუთარ ასისტენტამდე, ტესტებით, სერთიფიკატით და შესაძლებლობით, რომ კითხვა პირდაპირ ლექტორს დაუსვა. გარდა ამისა, კურსი ახლდება, როცა ინსტრუმენტები იცვლება.
კურსი ორ ფენადაა: პრინციპები, რომლებიც არ ძველდება, და კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც იცვლება. მეორე ნაწილს ვაახლებ და განახლებულ გაკვეთილებს იმავე ფასში მიიღებ.
კურსის ფასში AI ინსტრუმენტების გამოწერა არ შედის, მაგრამ დასაწყებად უფასო ვერსიებიც საკმარისია. გაკვეთილები ისეა აწყობილი, რომ ყველაფრის ერთდროულად ყიდვა არ დაგჭირდეს, და ცალკე ვხსნი, როდის ღირს ფასიან ვერსიაზე გადასვლა.
დიახ. ყოველი მოდულის ბოლოს არის 10-კითხვიანი ტესტი, სამი ცდით. თუ ყველა მოდულში მინიმუმ 60 ქულას და საშუალოდ მინიმუმ 70 ქულას დააგროვებ, მიიღებ სახელობით სერთიფიკატს უნიკალური ნომრითა და QR კოდით, რომლითაც მისი ნამდვილობა საიტზე მოწმდება.
პირდაპირ საიტზე: ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით, Apple Pay-ით, Google Pay-ით, საქართველოს ბანკის მობილბანკით ან თიბისის ინტერნეტბანკით. გადახდას ამუშავებს ბანკი, ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
დიახ, შეძენიდან 14 დღის განმავლობაში, თუ გაკვეთილების 20%-ზე მეტი არ გაქვს ნანახი და სერთიფიკატი არ აგიღია. მოთხოვნას აგზავნი პროფილიდან, ბლოკიდან „ჩემი გადახდები“, და თანხა იმავე ბარათზე ბრუნდება.
დიახ. კურსი მუშაობს ტელეფონზე, პლანშეტსა და კომპიუტერზე, აპლიკაციის გარეშე, და პროგრესი ანგარიშზე ინახება. პრაქტიკული ნაწილისთვის კომპიუტერი უფრო მოსახერხებელია.
დიახ. თითოეულ გაკვეთილს აქვს კითხვის ველი: წერ და პასუხს მე გცემ.