WEWORK

ეს საიტი შექმნილია იმისთვის, რომ საქართველოში თანამედროვე ფრილანს სერვისების განვითარებას აქტიურად შეუწყოს ხელი და ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა საკუთარი უნარებით ონლაინ სივრცეში დასაქმდნენ. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ფრილანს კულტურა უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გახდეს, რათა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი შესაძლებლობები თავისუფლად გამოიყენონ.

პლატფორმა განსაკუთრებით ორიენტირებულია სტუდენტებზე, რადგან გვინდა დავეხმაროთ მათ დროის დაზოგვაში და შემოსავლის მიღებაში ისე, რომ უნივერსიტეტთან ერთად full-time სამუშაოზე მუშაობა არ გახდეს აუცილებელი. ჩვენი სერვისი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოქნილი გრაფიკით იმუშაონ, განვითარდნენ პროფესიულად და თან სწავლასაც სრულფასოვნად მიჰყვნენ.

საიტის მთავარი იდეაა — თანამედროვე, მარტივი და კომფორტული სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და უნარების მონეტიზაციას, გამოცდილების დაგროვებას და კარიერული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.

სერვისებზე დაბრუნება