6 ცოცხალი შეხვედრა, სადაც ბავშვი თავის საყვარელ სათამაშოს აქცევს ანიმაციურ გმირად, უღებს მულტფილმს და აწყობს საკუთარ ვებგვერდს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
ფასი: 300 ლარი (ფასდაკლებით, 500 ლარის ნაცვლად). 6 შეხვედრა
6 ცოცხალი შეხვედრა, სადაც ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თავის საყვარელ სათამაშოს ანიმაციურ გმირად აქცევს, უღებს მულტფილმს და აწყობს საკუთარ ვებგვერდს.
ვისთვის არის კურსი
ბავშვებისთვის, ვისაც უყვარს თამაშები, მულტფილმები და უნდა თავად შექმნას რაღაც
ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები და სურს გაიგოს, როგორ მუშაობს AI
ბავშვებისთვის, შემოქმედებითი ხედვით
მშობლებისთვის, ვისაც სურს, რომ შვილმა არდადეგების დრო შემოქმედებით საქმეს მოახმაროს
რას ისწავლი
შექმნის ციფრულ პერსონაჟს საკუთარი სათამაშოს მიხედვით
გადააქცევს მას მოკლე ანიმაციურ მულტფილმად
ააწყობს მარტივ ვებგვერდს, სადაც თავის ნამუშევარს განათავსებს
ისწავლის AI-სთან მუშაობას: როგორ ჩამოაყალიბოს იდეა და მიიღოს სასურველი შედეგი
გაიგებს, რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოიყენოს იგი უსაფრთხოდ
პროგრამა
მოდული 1: AI: შენი ახალი ხელსაწყო
რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და გამოვიყენოთ
AI-ის უსაფრთხო გამოყენების წესები
როგორ დავიხმაროთ AI სწავლასა და ყოველდღიურ საქმეებში
პირველი პრომპტი: როგორ „ვესაუბროთ“ AI-ს სწორად
+ პრაქტიკული დავალება
მოდული 2: ფოტოების შექმნა AI-ით
როგორ იქმნება ფოტოები
საკუთარი პერსონაჟის შექმნა
ვიზუალური პრომპტინგი: სტილის, ფერისა და განწყობის აღწერა
სხვადასხვა სტილის ექსპერიმენტი (ანიმაციური, ანიმე, 3D, კომიქსი)
+ პრაქტიკული დავალება
მოდული 3: ვიდეოების შექმნა
ვიდეოს შექმნის ეტაპები
მოძრაობის და სცენის აღწერა AI-სთვის
რა მუშაობს კარგად და როგორ გავაუმჯობესოთ შედეგი
ანიმაციური ვიდეოების შექმნა დამოუკიდებლად
+ პრაქტიკული დავალება
მოდული 4: მონტაჟის საფუძვლები
ვიდეო რედაქტორის გაცნობა (CapCut)
კლიპების შეერთება, ტექსტის, მუსიკის და ხმის დამატება
მარტივი მონტაჟის ხერხები
მინი-მულტფილმის შექმნა
+ პრაქტიკული დავალება
მოდული 5: პირადი ვებგვერდის აწყობა
მარტივი ვებგვერდის აწყობა (კოდის გარეშე)
პერსონაჟის თემატური გვერდის შექმნა
მზა მულტფილმის ვებ-გვერდზე განთავსება
+ პრაქტიკული დავალება
მოდული 6: მშობლებთან პრეზენტაცია
ფინალური ჩვენება: ბავშვი მშობლებს წარუდგენს სრულ პროექტს
რატომ აირჩია ეს სტილი თუ პერსონაჟი, რა შექმნა და რა ისწავლა კურსიდან
ხშირად დასმული კითხვები
რა ასაკისთვისაა კურსი?
კურსი მორგებულია 11-14 წლის ბავშვებზე, როგორც შინაარსით, ისე ტემპით.
წინასწარი ცოდნა საჭიროა?
არა. საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი ან ლეპტოპი და ინტერნეტი. დანარჩენს კურსზე ვსწავლობთ ნულიდან.
დამატებითი ხარჯი ხომ არ მექნება ხელსაწყოებზე?
არა, ყველა ხელსაწყო და რესურსი შედის ფასში. ანგარიშებს მასწავლებელი მართავს, ბავშვს არაფრის ყიდვა არ უწევს.
უსაფრთხოა ბავშვისთვის?
დიახ. ვიყენებთ ასაკისთვის შესაფერის ხელსაწყოებს. პირველივე გაკვეთილზე AI-ის უსაფრთხო გამოყენების წესებს ვსწავლობთ.
როგორ ტარდება გაკვეთილები?
ონლაინ, Google Meet-ით, კვირაში 2-ჯერ, სულ 6 შეხვედრა. თითოეული გაკვეთილის ჩანაწერი მონაწილეებს გადაეცემათ.
როგორ ხდება ჩარიცხვა?
ჯგუფში 10 ადგილია. რეგისტრაციის შემდეგ შესაძლოა მოკლე გასაუბრება დაგენიშნოთ, რომ დავრწმუნდეთ კურსი ბავშვის ინტერესს შეესაბამება.